გაერთიანებული პროფკავშირები ბოლო ორი დღის განმავლობაში კომპანია „საქ ნახშირის“ ქმედებებს აპროტესტებს და ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ადმინისტრაციის მოწოდება, განაახლონ შახტაში სამუშაოები.
პროფკავშირები „საქ ნახშირის“ ხელმძღვანელობას, უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, რომ დაელოდონ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას და შეწყვიტონ დასაქმებულებზე ზეწოლა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდებისა, კომპანია „საქ ნახშირი“ ურეკავს დასაქმებულებს და სთხოვს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია დასაქმებულებს გაცდენილი სამუშაოებს არ აუნაზღაურებს.
„მოუწოდებთ ადმინისტრაციას, რომ შეწყვიტოს ამგვარი ქმედებები და ადამიანის უფლებების დარღვევა და ასევე მოუწოდებთ ხელისუფლებას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, როგორც სოციალური პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარეს, რომ მან დაუყოვნებლივ მოიწვიოს ცალმხრივი კომისიის სამუშაო შეხვედრა, სადაც გაგრძელდება ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც ჩვენ დავაყენეთ,“- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ლიპარტელიანი ესაუბრა შახტაში დასაქმებულებს და აცხადებს, რომ დასაქმებულები მოითხოვენ, რომ კვალის არ წაშლის მიზნით, სანამ გერმანელი ექსპერტები არ ჩავლენ შახტაში, მანამდე არ მოხდეს რაიმე სამუშაოების ჩატარება.