დიდ დიღომში, ანბანის ბაღში მიმდინარე მშენებლობა მერიამ შეაჩერა. თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, რეკრეაციულ სივრცეებში მშენებლობები დაუშვებელია, ამიტომ უახლოეს პერიოდში ამ შენობის დემონტაჟი მოხდება.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, მშენებლობისას ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს.
მფლობელს მერია სანაცვლოდ სხვა ტერიტორიას შესთავაზებს, ნაგებობას კი მოგვიანებით დაანგრევს.
„დიდი დიღმის მოსახლეობის მხრიდან ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით შემოსულია ძლიან ბევრი საჩივარი. ამ წუთში მშენებლობა შეჩერებულია და მგონია, რომ ეს არის ის ობიექტი, რომლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ სკვერებში, პარკებსა და სპორტულ მოედნებზე ამგვარი გაუთვალისწინებელი და სიმახინჯეების მშენებლობა, მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული,“- განაცხადა კახა კალაძემ.