სოფელ დუისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილობრივები ხეობაში ჰესების მშენებლობას გააპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ბირკიანში ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა, ადგილობრივებს პოლიციაში იბარებენ და მათ გადაბირებას ცდილობენ.
პანკისში ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიმართა.
აქციის მონაწილეები დღეს, პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯასაც მოითხოვენ.