26 აპრილი 2024,   23:33
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა 

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი. შემთხვევა დღეს დილით მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის ავტომობილს „მერსედესის“ მარკის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რაც სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევის მიზეზი გახდა.

დღის ამბები