51-ე სკოლის მოსწავლის დ.ღ-ს შესახებ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წევრებს ინფორმაცია ჯერ კიდევ 7 ივლისს მიაწოდა, ამავე სკოლის დირექტორის მოადგილემ.
თინათინ ყენია ყვებოდა, რომ ხორავას ქუჩაზე მისულს დ.ღ შეხვდა, რომელსაც ტანსაცმელზე სისხლის კვალი აღენიშნებოდა, თუმცა პედაგოგმა მოზარდს არაფერი უთხრა და უშუალოდ ინციდენტის ადგილისკენ გაიქცა. გაიზრდება თუ არა ცრუ ჩვენების ბრლადებით დაკავებულთა წრე, ამის შესახებ სკოლის დირექტორის მოადგილე ვერ საუბრობს.
ამბობს მხოლოდ იმას, რომ სკოლის ადმინისტრაციამ არაერთხელ მოუწოდა მოსწავლეებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ.
„მაქვს გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი იმიტომ, რომ კიდევ მიმდინარეობს შს სამინისტროს მხრიდან ძიება. დავინახე ბაქრაძის ქუჩისკენ როგორ მირბოდა. როცა ტატიშვილის ქუჩაზე ავრბოდი ხორავას ქუჩისკენ, არბენის პროცესში დავინახე ბავშვი. ნამდვილად არ ვიცი რა ჩვენება მისცა,“-აცხადებს თბილისის #51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენია.