ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული მოზარდი 10 ივლისს ხორავას ქუჩის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფმაც გამოკითხა.
დეპუტატები დეტალურად არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მოზარდი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა და მისი დაკავება დაგვიანებულია.
ირკვევა, რომ დ.ღ ინციდენტის ორივე ადგილზე იმყოფებოდა, როგორც სკოლის საპირფარეშოში, ისე ხორავას ქუჩის ფარდულში.
სავარაუდოდ სწორედ მან დაინახა ვინ ურტყამდა დავით სარალიძეს. კიდევ ერთი დეტალი - როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩის ინციდენტის დროს დაიჭრა დეკანოზ შიო მენაბდის შვილიც. ერთ-ერთი ვერსიით კი შესაძლოა, ამ დანაშაულში სწორედ დაკავებული დ.ღ. მონაწილეობდა.
ჯერჯერობით ამ ინფორმაციის შესახებ არაფერს განმარტავენ შსს-ში.
„ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ერთ კონკრეტული ახალგაზრდა მ.კ. იყო თანამონაწილე ამ კონკრეტული მკვლელობის. ამაზე ყველა მასალა მიუთითებს პირველივე დღიდანვე. დ.ღ.-ს დაკავება კიდევ ერთხელ არის დაგვიანებული ნაბიჯი,“-აცხადებს კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.