არასრულწლოვანი დ.ღ.-ს დაკავების შემდეგ, სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
ომბუდსმენი საქმეში არსებულ ხარვეზებზეც მიუთითებს და აცხადებს, რომ არასწრულწლოვნის დაკავებით გამოძიება დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს.
„თეთრი ძაფები ნამდვილად ჩანს და სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ არ ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც აბსოლუტურად გათვლადი იყო. არა მარტო დანაშაულში მონაწილე პირებზე არის საუბარი, არამედ ის პირები ვინც იყვნენ გამოძიებაზე პასუხისმგებლები, მათ მიმართაც დაიწყოს გამოძიება. იმიტომ, რომ ჩვენ ჩამოვთვალეთ მთელი რიგი საკითხები, რაც მათ უნდა ჩაეტარებინათ და არ ჩაატარეს. ვფიქრობ, რომ იკვეთება სულ მცირე სამსახურეობრივი გულგრილობა,“-აცხადებს სახალხო დამცველი.