17 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
შრომის უსაფრთხოება - სპეციალური ჯგუფი კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი გასვლით სხდომას გუდაურში გამართავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დეპუტატებთან ერთად იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლის შეტანაც კანონში იგეგმება.

საუბარია სანქციების გამკაცრებაზე, მათ შორის არასამთავრობოები ითხოვენ იმ დაწესებულებების რაოდენობის გაზრდას, რომელზეც კანონის ნორმები გავრცელდება.

კიდევ ერთი მოთხოვნა კი შრომის ინსპექტორის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ინსპექტორს შესაძლებლობა ექნება შემოწმების მიზნით ნებისმიერ დაწესებულებაში, ნებისმიერ დროს შევიდეს.

„უფრო გაშლილი და უფრო ფართოდ მოცული კანონი გვინდა შევიმუშავოთ, რომელიც მოიცავს არამხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებს არამედ მოიცავს ყველა სფეროს , იმიტომ რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტი უნდა იყოს ყველა სფეროში“ - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

დღის ამბები