ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე 51-ე სკოლის მოსწავლეს, დ.ღ-ს ბრალი წაუყენეს.
დ.ღ.-ს მშობლებმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ცრუ ჩვენება არ მიუცია. მისივე თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
„არანაირი ცრუ ჩვენება არ ჰქონია. სასამართლოზე თქვა ზუსტად ის, რაც მოხდა და არაფერი არ შეუცვლია,“ - განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.
მოზარდი, რომელიც გუშინ დააკავეს, 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტში და შემდეგ უკვე ხორავას ბნელ ფარდულში განვითარებულ მოვლენებშიც ფიგურირებს.