23 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
"ქართული ოცნება" ელოდება ყველა კანდიდატის დასახელებას, რათა შემდგომ ფოკუსირება გააკეთოს საკუთარზე - ზალიკო უდუმაშვილი

„ბუნებრივია, ქართული ოცნება ელოდება ყველა კანდიდატის დასახელებას, რათა შემდგომ უკვე ფოკუსირება გააკეთოს საკუთარ კანდიდატზე, თუ ვის დააყენებს,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა, ზალიკო უდუმაშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

ზალიკო უდუმაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით მის გადაწყვეტილებას ელოდება.

უდუმაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე უპირატესობა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ექნება.

„იმას აქვს მნიშვნელობა, რომელი კანდიდატები იბრძოლებენ დღეს ქართული ოცნების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ იმ კანდიდატს, რომლის უკანაც იდგებიან ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები და სწორედ ასეთი გახლავთ გრიგოლ ვაშაძე. გრიგოლ ვაშაძე არ იქნება რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტი ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეზიდენტი, ის იქნება ნამდვილად სახალხო პრეზიდენტი და ამ გაერთიანების მეშვეობით ჩვენ შევძლებთ, რომ დავამარცხოთ ამ არჩევნებში ქართული ოცნება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები