ევაკუირებული მოსახლეობა, დახოცილი შინაური ცხოველი და ფრინველი, დატბორილი სახლები და ნათესები - მოვარდნილი ღვარცოფის გამო გასული ღამე მძიმე იყო გარდაბნის რაიონის სოფელი კრწანისის მოსახლეობისთვის.
15 ადამიანი მაშველებმა საკუთარი სახლებიდან ნავებით გამოიყვანეს.
მაშველები დასახლებაში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა დღეს დილიდან სამუშაოები არ განახლებულა.
ადგილობრივებმა სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს.