17 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ზარალი ალბათ დიდი იქნება - სოფელ კრწანისის დატბორვის მიზეზს ექსპერტები შეისწავლიან 

რატომ დაიტბორა სოფელი კრწანისი - ამ კითხვას პასუხის გასაცემად
ექსპერტები ადგილზე მუშაობას დილიდან შეუდგებიან. პარალელურად, უნდა დადგინდეს ზარალის ზუსტი ოდენობა. დაზარალებული 11 ოჯახი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

„ზარალი ალბათ დიდი იქნება. წყლის დონე იმატებს და ეს წყალი შემოედინება სოფელ მთისძირიდან. შევისწავლით შესაბამის სამსახურებთან ერთად თუ რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა,“-აცხადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

მოვარდნილი ღვარცოფის გამო გასული ღამე მძიმე იყო გარდაბნის რაიონის სოფელი კრწანისის მოსახლეობისთვის. 15 ადამიანი მაშველებმა საკუთარი სახლებიდან ნავებით გამოიყვანეს. 

მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები სრულად დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და წვრილფეხა საქონელი, განადგურებულია ეზოები და ნათესები.

ამავე თემაზე
დღის ამბები