17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
შეფერხებები ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალ მატარებელზე - ელექტროენერგიის გათიშვის გამო მგზავრები დანიშნულების ადგილამდე ელმავალის დახმარებით ჩაიყვანეს 

შეფერხებები ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალ მატარებელზე - ელექტროენერგიის გათიშვის გამო მგზავრებს ხაშური-გორის მონაკვეთზე ლოდინი მოუწიათ. მათი მტკიცებით, მატარებელი სამ საათზე მეტ ხანს იყო გაჩერებული და ვაგონებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობდნენ.

მგზავრების თქმით, ისინი მოგვიანებით ელმავალის დახმარებით ჯერ გორამდე და შემდეგ უკვე თბილისში ჩაიყვანეს.

საქართველოს რკინიგზაში კი ამტკიცებენ, რომ მგზავრობა მხოლოდ ერთი საათით შეფერხდა, რის გამოც მგზავრებს ბილეთის ფასის ნახევარი აუნაზღაურდებათ.

დღის ამბები