17 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე- საგამოძიებო კომისია პროკურატურის მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს გამოკითხავს

პარლამენტში დღეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პროკურატურის მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს ელოდებიან. გამოსაკითხთა შორის არიან მთავარი პროკურორის მოადგილეები.

"ეს კითხვები ეხება, როგორც პროკურატურის ვერსიას, ისე იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც იყო ჩატარებული ან არ იყო ჩატარებული" - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.

გუშინ კომისიის წევრებმა გლდანის ციხეში წინასწარ პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდიას გამოჰკითხეს. პროცესი თითქმის 7 საათი გაგრძელდა.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ  სუბელიანისა და კალანდიასგან საკმაოდ საინტერესო პასუხები მიიღეს, რომელიც გაანალიზდება და გადამოწმდება.

დღის ამბები