ღამის კლუბებში 12 მაისის ჩატარებულ საპოლიციო ოპერაციასთან მიმართებაში გამოკვეთილი დარღვევები - ანგარიშის პრეზენტაციას დღეს ერთობლივად საია და EMC გამართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ მთავარ ხარვეზად სამართალდამცველთა მასშტაბური რაოდენობა სახელდება, რაც "სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილებას ქმნიდა."
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებაში არ მითითებული კონკრეტულად რის აღმოსაჩენად მიეცა პოლიციას კლუბებში შესვლის უფლება - გაურკვეველია ოპერაციის მიზანიც. საია და EMC ხელისუფლებას რეკომენდაციებითაც მიმართავს.