17 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა - ირაკლი კობახიძე მოსამართლეებთან და არასამთავრობოებთან ერთად მსჯელობს 

მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირება, -ეს არის ის მთავარი თემები, რომელზეც ამ წუთებში პარლამენტის თავჯდომარე მოსამართლეთა კორპუსთან და არასამთავრებოებთან ერთად მსჯელობს. შეხვედრის მიზანი ის ცვლილებებია, რომლიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტში უნდა შევიდეს.

ირაკლი კობახიძე მზად არის არასამთავრობოებისა და მოსამართლეების შენიშვნები გაითვალისწინოს.

„ამ დოკუმენტში არის ასახული მთელი რიგი რეგულაციები რომელიც აუმჯობესებს ამ საკითხის მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე“-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.

„ამ ეტაპისთვის დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის თაობაზე 90%-ით  უკვე მიღწეულია კონსენსუსი მხარეებს შორის.

 საკითხი ეხება იმას, რომ უფრო მეტად იყოს დაკონკრეტებული, განჭვრეტადი და ნათელი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და ასევე მოწესრიგებული იყოს პროცედურები",- განაცხადა მიქაუტაძემ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, კი აუცილებელია ახალი საკონსტიტუციო ნორმების ამოქმედებამდე სასამართლო სისტემის რეფორმა დასრულდეს.

დღის ამბები