17 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ავტოფარეხების ნაცვლად საზოგადოებრივი სივრცეები - ჩიქოვანის ქუჩაზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 30-მდე ავტოფარეხია აღებული

ავტოფარეხების ნაცვლად საზოგადოებრივი სივრცეები. თბილისის მერიის ინიციატივით ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება. სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სულ 30-მდე ავტოფარეხია აღებული.

ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერი კახი კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება და სარეკრეაციო ზონა განთავსდება.

თბილისის მერია მსგავსს აქტივობებს სამომავლოდ თბილისის სხვა რაიონებშიც გეგმავს.

დღის ამბები