17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს, ვიცავ მიხეილ კალანდიას - თბილისის ყოფილი პროკურორის მოადგილე 

სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე - თბილისის ყოფილი პროკურორი და მისი მოადგილე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხობენ.

დეპუტატებმა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო სამართლებრივი დევნა მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით. თბილისის ყოფილი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბოძის თქმით, განხილვები მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, დაწყებულიყო უნდა თუ არა მიხეილ კალანდიას მიმართ სამართლებრივი დევნა, საბოლოო ჯამში, კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იმ ეტაპზე ამის საფუძველი არ არსებობდა.

„ჩვენი სურვილი ისიც იყო, რომ თუ გამოიკვეთებოდა ხულიგნობა წაგვეყენებინა, თუმცა, ამის არანაირი საფუძველი არ იყო,“ - განაცხადა გაბოძემ.

ოთარ კახიძის თქმით, მ.კ. ხედავდა თუ არა როგორ ურტყამდნენ დავით სარალიძეს. რაზეც გაბოძემ თქვა, რომ კალანდიას ის არ იცავს და არც ამის სურვილი არ ჰქონია. 

„მეც ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს ვიცავ მ.კ-ს და არანაირი სურვილი არ მაქვს მისი დაცვის,“ - განაცხადა გაბოძემ.

კომისიის კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ ყურადღება კამერების ჩანაწერებზე გაამახვილა, რომელიც იმ პერიმეტრზე მდებარეობს, სადაც მისი თქმით, მ.კ. წყლის საყიდლად მაღაზიაში შესვლას გეგმავდა.

აბესაძემ აღნიშნა, რომ კამერების ჩანაწერები გამოძიებას ამოღებული არ აქვს.

გარდა ამისა, "ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ გამოძიებამ თვითმხილველები და ასევე, საქმეში მონაწილე ფიგურანტების დიდი ნაწილი მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ, დაგვიანებით დაკითხა.

რაზეც თბილისის ყოფილი პროკურორის მოადგილემ თქვა, რომ მოწმეთა ნაწილი თავს არიდებდა გამოძიებას.

„თავს არიდებდნენ გამოძიებას, ჩემი ოთახიდანაც პროკურორს არაერთხელ დაურეკავს გამომძიებლებისთვის და უთქვამს, რომ ეს ხალხი დაკითხეთ დროულად, მაგრამ მათი არგუმენტები იყო, რომ ესენი იმალებოდნენ, 51-ე სკოლის ბავშვებზეა საუბარი,“ - განაცხადა გაბოძემ.

ირაკლი აბესაძეს ასევე, აინტერესებდა, რატომ არ ამოიღეს სკოლის მოსწავლეების მიმოწერა და რატომ არ დაიწყეს გ.მ.-ს ტელეფონის მოსმენა.

დღის ამბები