„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაასახელებს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს. ამის შესახებ განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა. თბილისის მერი აცხადებს, რომ დასახელდება ისეთ კანდიდატი, რომელიც პირველივე ტურში დაამარცხებს კონკურენტს.
„ბევრი საინტერესო კანდიდატი განიხილება, ღირსეული კანდიდატები, რომლებსაც პირველ ტურში აქვთ გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა საზოგადოების მხარდაჭერით. შესაბამისად, უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭოზე იქნება განხილვა და იქნება გადაწყვეტილება მიღებული თუ ვინ იქნება წარმოდგენილი,“-განაცხადა კახა კალაძემ.