17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
გთხოვთ, შეფასებებისგან თავი შევიკავოთ და იქნებ დავცალოთ ემოციებისგან ეს სიტუაცია - ხმაური პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

ხმაური პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე - პარლამენტარებს შორის შელაპარაკება მას შემდეგ მოხდა, რაც უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციური პარტიის წევრებს მოუწოდა, შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ.

„ძალიან გთხოვთ, შეფასებებისგან თავი შევიკავოთ და იქნებ დავცალოთ ემოციებისგან ეს სიტუაცია,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რასაც ხმაური მოჰყვა.

ოხანაშვილის საპასუხოდ კი საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი კითხვების ჩაშლის მცდელობა საერთოდ არ ჰქონიათ.

ამ დაპირისპირებამდე საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბოძე პასუხობდა. გაბოძემ აღნიშნა, რომ გარკვეულწილად ხორავას ქუჩის საქმეზე კონკრეტული პირების ადვოკატირება გამოსდის, როდესაც საუბრობს, რატომ არ დააკავეს ესა თუ ის პირი.

„შეუძლებელი იყო დაგვედგინა, რომ მ.კ. მოქმედებდა განზრახ მკვლელობის მიზნით, მ.კ.-ს შეგნებული ჰქონდა, რომ გ.ჯ. ახორციელებდა მიზანმიმართულ მოქმედებას - მკვლელობას. ის, რომ იგი მუშტს ურტყამდა, არ მინდა, რომ შევიდე ამ სიღრმეებში, მართლა, გამომდის, რომ ადვოკატირებას ვახდენ, მაგრამ ჩემს თავს ვამართლებ, რატომ არ მივეცი პასუხისგებაში,“ - განაცხადა ყოფილი პროკურორის მოადგილემ.

დღის ამბები