17 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
„დამიბრუნეთ ქმარი! ჩემი შვილი მამას ელოდება“ - სვანეთში დაკარგული ტურისტის მეუღლე

უკრაინელი ტურისტის, ევგენი ალექსადროვის მეუღლე დაკარგული ქმრის ნახვას ამ დრომდე ელოდება. უკვე მეხუთე დღეა, რაც უკრაინის მოქალაქე სვანეთში, თეთნულდის მწვერვალთან არის მიტოვებული.

მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მისი მეგობარი ამოიყვანეს, მისი ამოყვანა კი ვერ შეძლეს.

„დამიბრუნეთ ქმარი! ჩემს შვილს 28 ივლისს დაბადების დღე აქვს. ის ელოდება მამას ველოსიპედთან ერთად, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოხდეს. საქართველოს მთავრობას ვთხოვ, რომ დამეხმაროს. მე ვიცი, რომ რაღაცებს აკეთებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რამე გააკეთეთ, გთხოვთ,“- განაცხადა დაკარგული ტურისტის მეუღლემ, ტატიანა ალექსანდროვამ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურს საკუთარი ვერტმფრენი არ ჰყავს, რომელსაც ასეთ ვითარებაში გამოიყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები