„გამოტოვა, არ თქვა თქვენთან კონტაქტის შესახებ. თქვენი აზრით, რატომ გამოტოვა მირზა სუბელიანმა ეს მომენტი, როდესაც საუბარი იყო, აღმოჩნდა თქვენი დღევანდელი მონათხრობით, თქვენთან შეხვედრაზე,“ - ამ კითხვით საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ თბილისის ყოფილ პროკურორს მიმართა, რაზე საპასუხოდაც, თბილისის ყოფილმა პროკურორმა არ გამორიცხა, რომ მირზა სუბელიანს მის კაბინეტში მისვლა აღარ ახსოვდა.
„ადამიანი ჩემთან, რომ შემოვიდა, იყო განადგურებული, შესაძლებელია, ჩვეულებრივად შესაძლებელია, რომ არ ახსოვდეს,“ - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.
საგამოძიებო კომისიის წევრებს ასევე, აინტერესებდათ, რა არგუმენტები ჰქონდა პროკურატურას, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ არ არსებობდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.
„თეორიულად დავუშვათ, ერთი წამით, თვითონ მ.კ.-მ გითხრათ, რომ მე ხელს ვუწყობდი, როდესაც დანას ურტყამდა მეორე ადამიანი, ვხედავდი და დაამატოს, ვიჭერდი იმიტომ, რომ იმას გაადვილებოდა განზრახვის სისრულეში მოყვანა. დავუშვათ, ეს რომ თვითონ თქვას და კიდევ სხვამ დაუდასტუროს, ამ დროს, ხომ ბუნებრივია, მართლა ხდება თანამონაწილე. ამას თქვენ რით გამორიცხავთ,“ - მიმართა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან დაკავშირებით ყოფილმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ახლა რომ ჰქონდეს ის მოცემულობა, მიხეილ კალანდია ბრალდებული გახდებოდა.
„მე არ გამოვრიცხავ. მე ვამბობდი, უშუალოდ გამოძიების ეტაპზე, მაგრამ ის მოცემულობა დღეს, რომ მქონდეს, ახლა, ამ წუთას, ნახევარ საათში, მ.კ. გახდებოდა ბრალდებული,“ - განაცხადა შაყულაშვილმა.
კომისიის წევრს, სალომე ზურაბიშვილს აინტერესებდა, რა არგუმენტები ჰქონდათ პროკურატურის წარმომადგენლებს, რომ მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია მოქმედებდა მისი შვილის მეგობრის დასაცავად და დანაშაულს არ ჩადიოდა იმისთვის, რომ შვილი დაეცვა. რაზეც, ყოფილმა პროკურორმა უთხრა, რომ ოჯახის წევრებმა დამალეს შვილის მეგობარი და შესაბამისად, შვილიც.
„ძირითად მოწმეებს ამ საქმეზე დავუძახეთ, ჩემი განკარგულება იყო ასე, დავუძახეთ, მოვიყვანეთ, გავაფრთხილეთ, რომ შესაძლოა, ზეწოლები განხორციელდეს თქვენზე და პირველივე ასეთი მცდელობის დროს ჩავეყენებინეთ საქმის კურსში და მივიღებდით კანონის შესაბამისს ღონისძიებებს,“ - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.