17 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"ყველას ამოცანა პირველ რიგში უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება“-ელენე ხოშტარია

„ქართული ოცნების“ კანდიდატს დაასახლებს ბიძინა ივანიშვილი და ის იქნება მისი პირადი მარიონეტი," - ამ განცხადებას ოპოზიცია აკეთებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. მისი თქმით, მთავარია დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური, სადაც უკვე ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და  სწორედ ამ გზით არის შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.

„ვინც არ უნდა დაასახელონ, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აი ამ ვერტიკალის თავში არის ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა  არის დღეს მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი ამოცანა, რა არის დღეს  მნიშვნელოვანი. ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ ის ადამიანები, ვინც უკმაყოფილოები არიან ბიძინა ივანიშვილის მართვით ასეთია ქვეყანაში უმრავლესობა, მაქსიმალურად ოპოზიციამ გამოვიყვანოთ არჩევნებზე და რა თქმა უნდა პირველ რიგში მეორე ტური იყოს და ჩატარდეს და აქ უკვე გაერთიანდეს მთლიანად ოპოზიცია. ყველას ამოცანა პირველ რიგში უნდა იყოს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები