სტეფანწმინდაში კიდევ ერთი ტურისტი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველებმა მწყინვარწვერიდან ბულგარეთის მოქალაქე ჩამოიყვანეს. 1960 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, ლაშქრობისას ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო
უწყების ინფორმაციით, დაშავებული ზღვის დონიდან 3200 მეტრზე იმყოფებოდა. მამაკაცი ყაზბეგის სამთო-სამაშველო ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.