17 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
„განიხილება ივანიშვილის კანდიდატურაც"-ოპოზიცია "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრობს

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება. ამის შესახებ განცხადება პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ გააკეთა. მისი თქმით „ქართული ოცნება“ ატარებს შიდა კვლევებს და სწორედ ამის შემდეგ დაასახელებს იმ კანდიდატს, ვისაც უფრო მეტი შანსი ექნება.

„განიხილება მისი კანდიდატურაც მე როგორც ვიცი. შიდა კვლევებს ატარებენ, თავისი ვინც ჰყავთ ზურა ბიგვავა, რომელიც სხვა კანდიდატებთან შედარებით ჯერჯერობით სახარბიელო შედეგებს არ აჩვენებს. გარდა ამისა, ელოდებიან მარგველაშვილის გადაწყვეტილებას და ზომავენ თავიანთ შესაძლო კანდიდატებს მარგველაშვილთან მიმართებაში. გარდა ამისა, მანდ არის ის პრობლემაც, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილის გარეშე  პრაქტიკულად სხვა რგოლები აი ამ სტრუქტურისა არ არიან უფლებაუნარიანი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ,“-განაცხადა კახა კუკავამ.

”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.  გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია მის საჭიროებებზე.

„თუ სჭირდება ეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს და მის უსაფრთხოებას და მისი ინტერესების გატარებას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე მაშინ ის დადგება კანდიდატად. თუ გადაწყვეტს, რომ ეს არ სჭირდება და მარიონეტი უნდა ჰყავდეს ვინმე საპრეზიდენტო კანდიდატი ამას გადაწყვეტს. პრობლემა მთავარი არის ისევ და ისევ იმაში, რომ აცდენილია ქვეყნის ინტერესები და მისი პერსონალური ინტერესები. და „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები