ყაზბეგი - როშკის უღელტეხილზე სამთო-მაშველებმა ისრაელის 4 მოქალაქე გადაარჩინეს. ლაშქრობაზე წასულ ახალგაზრდებს გზა აებნათ, დაბალი ტემპერატურის გამო თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
დაზარალებული ტურისტები საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინსიტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით გადაიყვანეს.