17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები - გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის კვლევა 

გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის კვლევის შედეგები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ - კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ქუჩაში ბავშვების სამი კატეგორია მუშაობს, მათ შორის არიან 14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც სჩადიან დანაშაულს და მათ კანონმდებლობა არ ეხებათ.

UNICEF-ის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან ხდება ამ ჯგუფების წახალისება. თუმცა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.

„ამ მოსაზრებას, რომელიც კვლევაშია განვითარებული, არ ვეთანხმები. ყველ შემთხვევაში,  დღეს ამ პრობლემის წინაშე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დგას. გარკვეული კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, 14 წლამდე პირების უკან ხომ არ დგანან კრიმინალური დაჯგუფებები ან სრულწლოვანები. ეს ასე არ არის. ესენი არიან, ძირითადად, 14 წელს მიღწეული პირები. 14-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებიც 14 წლამდე პირებთან ერთად დანაშაულს სჩადიან და როგორც კი ხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება, 14-დან 18 წლამდე მოზარდებს ვგულისხმობ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები