17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"პირადი საქმე მქონდა და ვთხოვე შეხვედრა როგორც მეგობარს" - კახიშვილი კობახიძეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარეს პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი შეხვდა. კახა კახიშვილის განცხადებით, მან ირაკლი კობახიძეს რამდენიმე პირადი ინიციატივით მიმართა. კახიშვილმა ცვლილებები არ გამორიცხა, თუმცა არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა ის ახალი პოზიციის შეცვლას. შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია არც ირაკლი კობახიძეს.

„ბატონ ირაკლი კობახიძესთან ვიყავი პირად საკითხთან დაკავშირებით. არანაირ პოლიტიკურ და სამსახურებრივ საქმიანობაზე. პირადი საქმე მქონდა და ამ პირად საქმეზე ვთხოვე შეხვედრა და შევხვდი როგორც მეგობარს,“-განაცხადა კახა კახიშვილმა. 

დღის ამბები