17 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
ტაქსის მანქანების ფერზე შეზღუდვები წესდება

ტაქსის მანქანების ფერზე შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პირველი ოქტომბრიდან სავალდებულო გახდება ტაქსების ელექტრონული რეგისტრაცია, მომავალი წლიდან კი ძალაში შევა რეგულაცია მარჯვენა საჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის ტაქსის მანქანების შეზღუდვაზე.

„ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულადვე გადაიხდიან საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს.  ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები