საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა მიიღო.
ბოლო მონაცემებით, ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ათენის გარეუბანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. დაიწვა ათეულობით საცხოვრებელი სახლი. ქვეყნის პრემიერი მოკავშირე ქვეყნებს დახმარებისკენ მოუწოდებს. საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.