ისრაელმა სირიის სამთავრობო ძალების კუთვნილი გამანადგურებელი ჩამოაგდო. ქვეყნის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, "სუხოის" კლასის თვითმფრინავი გოლანს სიმაღლეების ტერიტორიაზე ისრაელის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
პილოტი რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა მან კურსი არ შეცვალა და 2 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა, რის შემდეგაც სამხედროებმა "პეტრიოტის " სისტემა გამოიყენეს და ორი რაკეტა გაისროლეს.
მსხვერპლისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ოფიციალური დამასკო საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფს.
სირიის სამთავრობო სააგენტოს ინფორმაციით, ჩამოგდების მომენტში გამანადგურებელი სირიის პროვინციის თავზე იმყოფებოდა, სადაც სამთავრობო ძალები მეამბოხე ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებენ.
დამასკო ისრაელს ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.