მოძრაობა ფემინას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავი მოიკლა. 31 წლის ოკსანა შაჩკოს ცხედარი პარიზში, მის ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს.
პოლიციამ ბინაში წერილიც აღმოაჩინა, რომელიც ფემინისტური მოძრაობის წევრმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე დაწერა.
"თქვენ ყველა ყალბი ხართ," - წერს ოქსანა შაჩკო.
პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვალების ზუსტ თარიღს ექსპერტიზა დაადგენს.