17 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმე - კვირიკაშვილი შესაძლოა, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ

გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ. კურიერის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის დაკითხვაზე დაბარების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია.

ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა - მაია ცქიტიშვილმა, დღეს მიანიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხელშეუხებელი არავინაა და კითხვებს ყველამ უნდა უპასუხოს.

პროკურატურაში, კვირიკაშვილის დაბარებამდე, გამომძიებლები იმ ათასობით გვერდს სწავლობენ, რომელიც ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებიდან ამოიღეს.

დღეს ეკონომიკის ახალმა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მისი წინამორბედის - დიმიტრი ქუმსიშვილის, მმართველობის პერიოდში სამინსიტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები გამოძიებას გადასცეს.

ორი მინისტრი, რომელიც პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების დატაცების საქმეზე უკვე დაკითხა, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილი სამაგალითოდ დასჯის იმისათვის, რომ მმართველ პარტიას სხვა წევრებს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდეთ. 

ოპოზიცია კი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. 

დღის ამბები