17 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
UNICEF-ის საგანგაშო კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოზარდ გოგონებს სექსუალურ მომსახურებას აიძულებენ

გაეროს განვითარების ფონდის საგანგაშო კვლევა - Unicef-ის მონაცემებით, თბილისის უბნებში ბავშვების ბანდები არსებობს. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, ქუჩაში ბავშვების სამი კატეგორია ბინადრობს. ძირითადი ნაწილი ის ბავშვები არიან, რომლებიც გამოექცნენ ოჯახურ ძალადობას და ქუჩაში არჩიეს ცხოვრება.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ასეთი ბავშვები უბნების მიხედვით ქმნიან დაჯგუფებებს და ინაწილებენ როლებს. არსებობენ ხელმძღვანელი და მათზე დაქვემდებარებული ბავშვები. ბანდების მეთაურების ასაკი 14 წელს აღემატება.

კვლევაში წერია, რომ ბავშვების ჯგუფებს შორის სექსუალური "დაჯილდოვების" სისტემა არსებობს. მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულები იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ ბანდის უფროსი წევრებისათვის. 

კვლევიდან ირკვევა, რომ თბილისში არსებობს სექტის მაგვარი დაჯგუფება, რომელიც "მორგის ბავშვების“ სახელით არის ცნობილი.

დაჯგუფება პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებულo პროზექტურის ყოფილ შენობაში მოქმედებს. მათ შესახებ ინფორმაცია ყველა უწყებას აქვს, თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ამ ბავშვებს არავინ ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით ზომებს არ იღებს. როგორც კვლევიდან ირკვევა, არის შემთხვევები, როდესაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები 14 წლამდე ბავშვებს დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას სთხოვენ და ამით სამუშაოს თავიდან ირიდებენ.

 

 

 

ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, თეა ვარშალომიძე. 

დღის ამბები