17 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
წნორის ხანდაზმულთა კლუბი თბილისის დასათვალიერებლად ჩამოვიდა

წნორის ხანდაზმულთა კლუბი თბილისის დასათვალიერებლად ჩამოვიდა. ყველაზე უმცროსი მათ შორის 66 წლის იყო, უფროსი - 88 წლის. წნორში ხანდაზმულთა კლუბი რამდენიმე თვის წინ დაარსდა. მას 27 წევრი ჰყავს. ქიზიყში, „ცოდნის კაფეში“ რეგულარულად იკრიბებიან.

ამ დღის სულისჩამდგემლი ნანა ბაგალიშვილია. „რუსთავი 2“-ის მაყურებელი მას იცნობს, როგორც „ჩემი სამზარეულოს წესების“ მონაწილეს.

ექსკურსანტებმა დღევანდელი ტური თავად დაგეგმეს და თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობად გარდენია შევარდნაძე დაასახელეს.

წნორის კლუბს შემოდგომაზე ამერიკელი პენსიონერები ეწვევიან და ქართველ თანატოლებს გაუზიარებენ თავის გამოცდილებას, რომ ცხოვრება ყველა ეტაპზე მშვენიერია, როცა საჭირო ხარ, როცა მარტო არ ხარ, როცა ეს გიხარია.

დღის ამბები