17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
უცნაური ფორმის და ფერის ქვები - ხობისწყალში აღმოჩენილი ქვები, შესაძლოა, უძველესი გეოლოგიური წარმონაქმნები აღმოჩნდეს

ხობისწყალში აღმოჩენილი ქვები შესაძლოა, უძველესი გეოლოგიური წარმონაქმნები, აღმოჩნდეს. 

ხობისწყალზე დიდი ზომის ქვები პირველად გოგიტა ჩიტაიამ აღმოაჩინა. ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხებში ადგილობრივი მერიის სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ეს უნიკალური აღმოჩენაა და საჭიროა მათი შესწავლა. გოგიტა ჩიტაია ვარაუდობს, რომ ეს გეოლოგიური წარმონაქმნები დიდი ისტორიის მატარებელია.

სპეციალისტები თბილისიდან ხობის მუნიციპალიტეტში ჩასვლას რამდენიმე დღეში აპირებენ. ნიმუშების შესწავლის შემდეგ დაზუსტდება, არის თუ არ ეს ქვები კონკრეციები და რა მინერალებისგან შედგება.

ექსპერტების პირველადი ვარაუდით, გეოგრაფიული წარმონაქმნები მდინარის დინების მიერაა დამუშავებული. უცნაური ფორმის და ფერის დიდი ზომის ქვები მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც მდინარის კალაპოტი შეიცვალა.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები