17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ქრისტინა მელქუმიანი შვილების დაბრუნებას ითხოვს - სოციალურმა სამსახურმა 4 ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანა

ქრისტინა მელქუმიანის ოთხი შვილი სოციალურმა მუშაკმა მინდობით აღზრდაში სხვა ოჯახს გადასცა. სოციალურად დაუცველ მელქუმიანებს განუმარტეს, რომ ბავშვები არასათანადო პირობებში იზრდებოდნენ და ამიტომ უკეთესი იქნებოდა, თუ მათ დროებით თავშესაფარში გადაიყვანდნენ. მიმღებ ოჯახში შვილების ნახვის უფლებას დედას ჯერ არ აძლევენ.

მელქუმიანების 12-სულიანი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარება იყო. ბავშვების მინდობთ აღზრდაში გადაყვანის შემდეგ ოჯახს სახელმწიფომ დახმარებაც შეუწყვიტა.

ქრისტინა მელქუმიანი, მისი დედა, ორი და, ორი სიძე და რვა ბავშვი 32 კვადრატულ ბინაში ცხოვრობენ.

სოციალურმა მუშაკმა სახლიდან, არასათანადო პირობების გამო, მხოლოდ ქრისტინას შვილები წაიყვანა, იგივე ოჯახში მცხოვრები ქრისტინას ოთხი დისშვილი ამავე პირობებში დატოვა.

მეზობლები ამბობენ, რომ მელქუმიანები ბავშვებს შეძლებისდაგვარად კარგად უვლიან და გადაწყვეტილება, რომელიც ჯანდაცვის უწყებამ მიიღო, უსამართლოა.

მელქუმიანების ოჯახი დახმარებას არასამთავრობო სექტორს სთხოვს.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები