17 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ოპოზიციის ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ არჩევნებზე - დავით ბაქრაძე

„ჩვენი ამოცანა, ოპოზიციის ამოცანა იქნება ის, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ არჩევნებზე, რომ ერთად  ვაჯობოთ ამ ადმინისტრაციულ რესურსს, არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, რომ ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე პირველ ტურში მოიგოს,“ - ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ოპოზიციამ შეძლოს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნა და ამის შემდეგ უნდა ოპოზიციის კანდიდატებმა მხარი უნდა დაუჭირონ ერთმანეთს.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ევროპული საქართველოს  საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ის არ აპირებს კონკურენტების ლანძღვას, მიუხედავად ფუნდამენტური გასხვავებებისა.

„ოპოზიციის ტრადიციული სისუსტე არის ის, რომ ოპოზიცია უპირისპირდება ერთმანეთს და ეს წყალს ასხამს ქართული ოცნების წისქვილზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დავით ბაქრაძის თქმით, ვინც გავა მეორე ტურში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მას უჭერს მხარს და ოპოზიციის ყველა წევრმაც მას უნდა დაუჭიროს მხარი.

დღის ამბები