17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
დავით ბაქრაძე პრეზიდენტს მოუწოდებს, დროულად დანიშნოს არჩევნების თარიღი

"საერთო სურათის შესაცვლელად გიორგი მარგველაშვილის ჩართვა საპრეზიდენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება," -  ამის შესახებ განცხადება ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა გააკეთა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილებას მოქმედი პრეზიდენტი დროულად მიიღებს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა დროულად გააკეთოს განცხადება, რადგან დრო სჭირდება ოპოზიციას და არა ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ფული წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

„როცა ჩვენ ვართ გაურკვევლობაში და არ ვიცით, კენჭს იყრის თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი და რაც მთავარია, არ ნიშნავს არჩევნების თარიღს, ყოველი ასეთი დღე აკლდება ოპოზიციას და ემატება ხელისუფლებას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დავით ბაქრაძე მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ დროულად დანიშნოს არჩევნების თარიღი. 

დღის ამბები