17 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
„არჩილ ხაბაძე მართავს ივანიშვილის დავალებით აჭარას და რიჟვაძე არის მხოლოდ ანტურაჟი“ - არმაზ ახვლედიანი

პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძის წარდგენას არმაზ ახვლედიანი ეხმაურება.

ის ფორმალურ მმართველობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მის ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა დემოკრატიაზე და ამის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძეა წარდგენილი.

„ასეთ სტუდენტს ან მოსწავლეს პოლიტოლოგიაში დავწერდი ორიანს და ვიკითხავდი, ვინ ჰყავს პოლიტოლოგიაში მასწავლებელი,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა და აღნიშნა, ივანიშვილის დანაშაულებრივი მმართველობაა ქვეყანაში და ამის მცირე მოდელია აჭარაში თორნიკე რიჟვაძე.

არმაზ ახვლედიანი თავად იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი. ის ამბობს, რომ რიჟვაძის წარდგენისას ბევრი დაინტერესდა ვინ იყო ის და ვინ იდგა მის უკან.

„მოხდა წარმოუდგენელი რამ - ბატონმა ივანიშვილმა  გადაწყვიტა, აჭარის მმართველობა მთლიანად ჩაებარებინა ყველაზე წარუმატებელი ხელმძღვანელისთვის აჭარის მმართველობის ისტორიაში. არჩილ ხაბაძისთვის და სწორედ ხაბაძეს არის დღეს არაფორმალური მმართველი. ეს არის სრული ანომალია. სწორედ ხაბაძე მართავს ივანიშვილის დავალებით აჭარაში პროცესს და რიჟვაძე და დანარჩენი სხვა არის მხოლოდ ანტურაჟი,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობის მმართველი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. 

მისი თქმით, ერმაკოვის, პატარიძის და ხაბაძის მხრიდან ადგილი აქვს არნახულ კორუფციას. მისი თქმით, ეს ეხება უკანონო მშენებლობებს. 

"დადგა დრო, როცა აჭარაში უნდა გაერთიანდეს საზოგადოება, ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ შეურაცხყოფილია ოცნების ასეთი დამცინავი პოლიტიკით. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება იქ. აღებ-მიცემობა ყვავის," - განაცადა არმაზ ახვლედიანმა. 

დღის ამბები