17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"ვიღაც ბიჭუშკას მინიშნავს ივანიშვილი აჭარის ავტონომიის ლიდერად" - მურმან დუმბაძე

„ლევან ვარშალომიძის შემდეგ ერთი მეორეზე უარესი მთავრობის თავმჯდომარეები ჰყავს აჭარის მთავრობას და ყველაზე წარმატებული ის გამოჩნდა,“ - ამის შესახებ განცხადება მურმან დუმბაძემ აჭარაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელი ამბობს, რომ საკადრო პოლიტიკა, რომელიც აჭარის მთავრობაშია, საკანონმდებლო ბაზის შედეგია.

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელები კონსტიტუციის დარღვევით ინიშნებიან.

მურმან დუმბაძის თქმითვე, მისთვის არ იყო მოულოდნელი, რომ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი, თორნიკე რიჟვაძე, პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად წარადგინა. 

"ნახეთ, სახელმწიფო რა მდგომარეობაშია, სამად დაშლილი ქვეყანა ვართ. განდგომილი რეგიონები, იქეთ აფხაზეთი, აგერ ცხინვალი და ვიღაც ბიჭუშკას მინიშნავს ივანიშვილი აჭარის ავტონომიის ლიდერად, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს," - განაცხადა მურმან დუმბაძემ. 

დღის ამბები