როგორ და რამდენად ეფექტურად იმუშავა მე-9 მოწვევის პარლამენტმა - დასკვნას ამ საკითხზე დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" გაასაჯაროვებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხარვეზები ბევრია. მათ შორის დეპუტატების მიერ სხდომების სისტემატური გაცდენა, უმრავლესობის მიერ სასურველი კანონების დაჩქარებული წესით მიღება, ხოლო სხვა კანონების გაჭიანურება.
სამოქალაქო სექტორის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა არ შეიძლება ეფექტურად შეფასდეს იმ ფონზე, როდესაც მე-9 მოწვევის პარლამენტმა პრეზიდენტის არცერთი ვეტო არ გაითვალისწინა.
170 გვერდიან ანგარიშს საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველოს წევრები დეპუტატებს დღეს გააცნობენ.