17 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
მოკლულ დავით სარალიძეს 17 წელი შეუსრულდებოდა - დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „დათუჩა“

ხორავას ქუჩაზე 7 თვის წინ მოკლულ დავით სარალიძეს დღეს 17 წელი შეუსრულდებოდა. დღეს დაფუძნდა მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი „დათუჩა“.

ზაზა სარალიძის თქმით, ფონდი დაეხმარება სოციალურად  დაუცველ ბავშვებს და ასევე მათ, ვისაც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდება.

შვილმკვდარი მამის განცხადებით, ყოველ 25 ივლისს ფონდი ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ნივთებს და ფულად თანხას გადასცემს.

პრეზენტაციას გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

დღის ამბები