ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა საკრებულოში დედაქალაქის გენერალური გეგმის განხილვა.
ოპოზიციის შეფასებით, გენგეგმის დოკუმენტში ბევრი ხარვეზი, გაურკვევლობა და ურთიერთგამომრიცხავი მიდგომაა.
მათი აზრით, ამ ხარვეზების გამოსწორების გარეშე დოკუმენტის მიღება დაუშვებელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა განცხადებით უფლებრივი ზონირების რუკებში განაშენიანების ნებარათვაზეც არის საუბარი და განაშენიანების აკრძალვაზეც.
მათი შეფასებით, რომელი იქნება უპირატესი, ამას ვერავინ ვერ გაიგებს და შესაბამისად, სულ იქნება დავა, რასაც მოჰყვება სუბიექტური გადაწყვეტილება. ოპოზიციის აზრით, გენგეგმა არ არის თბილისელებზე მორგებული.
უმრავლესობამ კი ოპონენტები წინა ხელისუფლების დროს ყოფილი აჭარის სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებაში დაადანაშაულა რასაც ხმაური მოჰყვა.