17 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
თავდასხმა "ენმ"-ის დეპუტატზე - ინციდენტში მონაწილე დეპუტატებმა თანამდებობები დატოვეს

ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატზე, ბესო ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილე დეპუტატებმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ისაუბრა.

დარჩიას განცხადებით, თანამდებობიდან გადადგა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ინციდენტში მონაწილე ფრაქცია კონსერვატორების“ თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ და ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გენო ჩავლეშვილმა.

ფიზიკური დაპირისპირება საჯარო სივრცეში ატვირთულ მასალას მოჰყვა. 

„საჯარო სივრცეში ატვირთული მასალის გამო წარმოიშვა ინციდენტი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რამაც გამოიწვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბესიკ ქათამაძის სხეულის დაზიანება. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე, ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე, ტარიელ აროშიძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ინციდენტში მონაწილე ფრაქცია კონსერვატორების თავმჯდომარემ, დავით ჭაკნელიძემ და ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გენო ჩავლეშვილმა,“ - განაცხადა დავით დარჩიამ.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები