17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ზუსტად იმ ტერიტორიაზე ვიყავი, სადაც ადამიანები დაიღუპნენ - საქართველოს მოქალაქე, რომელიც საბერძნეთში გაჩენილ ხანძარს გადაურჩა

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ათენის გარეუბანში გაჩენილ ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა, ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსენებს.

ნინო მაისურაძე ”კურიერთან” საუბრისას ჰყვება, რომ ტრაგედიის ადგილზე საქართველოს სხვა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ და სამაშველო სამსახურებმა მათი ევაკუაცია მოახდინეს.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ცეცხლის სრულად ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„მქონდა დასვენების დღე და ვიყავი ჩასული ჩემი სახლიდან ცოტა მოშორებით ზღვის სანაპიროზე. ზუსტად იმ ტერიტორიაზე ვიყავი, მატიში, სადაც დაიღუპა საკმაოდ ბევრი ადამიანი.

ამოვდიოდი სახლში. მილიციამ შემაჩერა, რომ არ შეიძლებოდა ასვლა ზემოთ, იმიტომ რომ საშიში იყო. უკვე ცეცხლი გადმოსული იყო ჩვენს ტერიტორიაზე.

თვალი მოვკარი ორ ქალბატონს ქართველს, რომლებიც სანაპიროს ახლოს მუშაობდნენ. იმდენად იყო კვამლი ვერ გავარჩიე საით წავიდნენ, მეორე დღეს  ვეძებე და როგორც შევიტყვე იპოვეს. კარგად არიან და ცოცხლები არიან.

დამწვარია ყველაფერი. ასობით მიცვალებულია, ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, იმიტომ რომ არ არის დასრულებული აღწერა,“-ამბობს ნინო მაისურაძე.

ათენის გარეუბანში ცეცხლი, 24 ივლისს გაჩნდა. ხანძარმა ბოლო მონაცემებით 74 ადამიანი იმსხვერპლა, არიან დაკარგულები. ხანძრის კერები სრულად ლიკვიდირებული არ არის.

დღის ამბები