17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სამეგრელოში მატარებლით გაემგზავრა

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სამეგრელოში მატარებლით გაემგზავრა. მასთან ერთად, გაერთიანების სხვა ლიდერებმაც იმგზავრეს. გრიგოლ ვაშაძე მგზავრებს გაესაუბრა და მათგან პირადად მოისმინა პრობლემების შესახებ ინფორმაცია.

საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს ანაკლიაში ჩავიდა. შემდეგ კი რეგიონის სხვა ქალაქებს ეწვევა.

„სამეგრელო არის ის, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა დაიწყო და სადაც, ალბათ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე უფრო სახელმწიფოებრიობად მოაზროვნე ხალხი ცხოვრობს. მინიმუმს ვაპირებ ლაპარაკს, უფრო მოსმენას ვაპირებ, იმიტომ რომ იმდენი სოციალური, ეკონომიკური პრობლემაა დაგროვილი, იმდენი გასაჭირია და იმდენი სათქმელი აქვთ ჩვენ თანამემამულეებს სამეგრელოში, რომ ჯობს, ყველა პოლიტიკოსი გაჩუმდეს და მოუსმინოს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები