17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
"აბესაძემ დანა, რომ დაარტყას სერგის და მე მივვარდე და ჩავერთო ჩხუბში, მე ბრალს არ წამიყენებთ?"-ხმაური საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

ხმაური ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე კომისიის სხდომაზე-კამათი ოთარ კახიძის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა. კომისიის წევრები მთავარი პროკურორის მოადგილეებს უსმენენ. ოთარ კახიძე დავით სარალიძის მკვლელობის დროს მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხით დაინტერესდა. 

„თუ ადამიანი ხედავს, რომ გ.ბ. ერთ-ერთი პირი რამდენჯერმე დანას ურტყავს მკვლელობის განზრახვით დავით სარალიძეს და ამავე დროს  ხედავს, რომ გ.ჯ. ასევე მკვლელობის განზრახვით დანებს დავით სარალიძეს და  ეხმარება მკვლელობის განმზრახველ პირს და დახმარება გამოიხატება დავით სარალიძის დაჭერაში და მისთვის რამდენჯერმე მუშების დარტყმაში არის თუ არა თქვენი შეფასებით, როგორც პროკურორის ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა?"-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

მის კითხვას ეკა ბესელია გამოეხმაურა და ოთარ კახიძეს მოუწოდა, რომ დაასრულებინოს მთავარი პროკუროსი მოადგილეებს საუბარი და შემდეგ დაუსვას კითხვები. რაზეც „ევროპული საქართველოს“ წევრმა უპასუხა, რომ კომისიის სხდომაზე იმყოფებიან პროფესიონალი იურისტები და ისინი შეძლებენ პასუხის გაცემას.

„ქალბატონო ეკა, თქვენ ყოველთვის იმ მომენტში აღელდებით ხოლმე როდესაც ცოტა არასასიამოვნო ვითარება იქმნება. თქვენი აღელვების მესმის, მაგრამ აქ არიან პროფესიონალი იურისტები, რომლებიც საკმაოდ კარგად გაართმევენ თავს პასუხის გაცემას. რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გაბიტაშვილმა ოთარ კახიძის კითხვაზე განაცხადა, რომ ის მკვლელობაში მონაწილეობის ფაქტს ვერ ხედავს.

„ჩემი აზრით ის მოცემულობა, რომელიც ბატონმა ოთარმა შემოგვთავაზა ეს არ არის  მკვლელობაში თანამონაწილეობა. ამ ხელის დარტყმასა და დამდგარ შედეგს შორის მიზნობრივი კავშირი ცალკე აღებული არ არსებობს. ადამიანი, რომელიც ხედავს, არის მოწმე,“-განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

მის ამ განცხადებას გიგა ბოკერია გამოეხმაურა და იკითხა რა შეფასებას მისცემს პროკურორი იმ ფაქტს, რომ მის თვალწინ მაგალითად ირაკლი აბესაძემ სერგი კაპანაძეს დანა დაარტყას და თავადაც ჩაერთოს ამ ჩხუბში.

„ირაკლი აბესაძემ დანა, რომ დაარტყას ჩემს თვალწინ სერგი კაპანაძეს აქ, სერგი  აგრძელებს წინააღმდეგობას. მე ეს დავინახე და მე, რომ მივვარდე და ჩავერთო ჩხუბში და ვურტყა მუშტები. მერე, რომ დაარტყას  ოთო კახიძემ მრავალგზის დანა  და მე, რომ  გავაგრძელო მასთან ჭიდაობა და ხელის დარტყმა, მე ბრალს არ წამიყენებთ, როგორც თანამონაწილეს?,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში მას ბრალს არ წაუყენებდნენ. 

დღის ამბები