17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხელისუფლება არის მოძალადე ხელისუფლება," - ბესო ქათამაძე

ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ბესო ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილე დეპუტატების მიერ, თანამდებობების დატოვებას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები გადადგომის გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებენ.

ბესო ქათამაძე, რომელზეც ფიზიკური ძალადობა უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ერთი თვის წინ განხორციელდა, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოძალადე ხელისუფლებაა.

„დღევანდელმა დღემ, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის მოძალადე ხელისუფლება, რაც ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დაადასტურა. ინციდენტში მონაწილე პირები, ვინც ჩემ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები, თანამდებობა დატოვეს. ეს ფაქტიც გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ ოზურგეთისთვის უპრეცედენტო აქციებმა, რომელშიც ათასობით ადამიანი იღებდა, აიძულა ამ ადამიანებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ,“ - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ ქათამაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებს.

ბესო ქათამაძეზე თავდასხმა ოზურგეთში დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა. ქათამაძეს ძირითადი დაზიანებები უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მიყენებული ჰქონდა თავის არეში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. თუმცა ბრალი მხოლოდ ერთ პიროვნებას, ტარიელ აროშიძეს აქვს წაყენებული, რომელიც „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები