17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
როგორ და რამდენად ეფექტურად იმუშავა მე-9 მოწვევის პარლამენტმა - TI-იმ ანგარიში გაასაჯაროვა 

მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობის შესახებ ანგარიში ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაასაჯაროვა. ანგარიში მოიცავს, როგორ და რამდენად ეფექტურად იმუშავა მე-9 მოწვევის პარლამენტმა?

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბევრია ხარვეზები, მათ შორის დეპუტატების მიერ სხდომების სისტემატური გაცდენა, უმრავლესობისთვის სასურველი კანონების დაჩქარებული წესით მიღება და სხვა კანონების გაჭიანურება.

სამოქალაქო სექტორის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა არ შეიძლება ეფექტურად შეფასდეს იმ ფონზე, როდესაც მე-9 მოწვევის პარლამენტმა პრეზიდენტის არც ერთი ვეტო არ გაითვალისწინა. 170 გვერდიანი ანგარიშის ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დეპუტატებს გააცნო.

ანგარიშის შესახებ, საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებას“ რიცხობრივად უპირატესობა აქვს, რაც მათ საშუალებას აძლევს დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ მიიღონ საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესაბამისად, მნიშვნელოვანი კანონმდებლობა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოპოზიციას მთავრობის რომელიმე წევრი დაებარებინოს და ის პარლამენტში გამოცხადებულიყოს.

„უკონტროლოა ხელისუფლების სხვადასხვა შტო და პარლამენტი ვერ ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციებს,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

„ვისურვებდი, რომ ის რეკომენდაციები, რაც აქვთ სამოქალაქო სექტორში პარლამენტის გაძლიერებისთვის, რომ ეს რეკომენდაციები მომავალ ანგარიშში აღარ მოხვდეს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები